ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის ღამეს მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლებას ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა აქვს.

მინისტრი იმედოვნებს, რომ შემდეგი ორი  დღის განმავლობაში მოქალაქეები, მრევლი და ეკლესია უფრო  მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობა გამოიჩენენ.

ამასტან, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის ღამეს მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

“ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ასევე, გარკვეული წინამძღვრებისგან დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოხმაურება, როდესაც ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს ამ საფრთხის გამო, რომ დარჩნენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს.”

შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და  მას მრევლიც დაესწრება.

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

 

 

 

იტვირთბა....