კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
“ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას!” – ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.