ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

21 საათიდან ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება – განისაზღვრა სია, ვის არ ეხება შეზღუდვა

დღეს 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქი  – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 10 დღით ჩაიკეტება. ამასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობამ №242-ე დადგენილება მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ქალაქებში ყველა სახის ტრანსპორტს შესვლა და გასვლა ეკრძალება.

დოკუმენტში ასევე, განისაზღვრა სია, თუ  ვის არ ეხება აღნიშნული ოთხი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები. ესენია:

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას, მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა.

 

იტვირთბა....