ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელაველ კაცს, რომელიც პოლიციამ ტიტების გაყიდვის დროს დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5 000 ლარი შეუგროვეს

თელაველ კაცს, რომელიც პოლიციამ ეკლესიასთან ტიტების გაყიდვის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებმა, ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფის საშუალებით, 5000 ლარი შეუგროვეს.

რადიო თავისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 73 წლის მიშა ყარაულაშვილი ბზობის დღესასწაულზე ეკლესიასთან ყვავილების გაყიდვისთვის დააჯარიმეს. მამაკაცმა სამართალდამცავებს სთხოვა, მისთვის ჯარიმა არ გამოეწერათ.. მან მხოლოდ 9 ყვავილის გაყიდვა მოასწრო, რაშიც 6 ლარი აიღო და პოლიციას უთრა, რომ ეს თანხმა წამლისთვის სჭირდებოდა.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფში –  დავეხმაროთ მოხუცებს, მიშა ყარაულაშვილისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.

დღის ბოლოს ჯგუფის ადმინისტრატორმა დაწერა, რომ 5000 ლარამდე შეგროვდა, რომელსაც გარკვეული თანხა სავარაუდოდ კიდევ დაემატება.

 

იტვირთბა....