მთავარი ციტატა

“გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს”

“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს. არც ინფექციონისტებით არ ვართ ჩვენ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს. ასევე, სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად.  რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე. როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი.”

ეკატერინე ტიკარაზე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

ტიკარაძემ „ღია ეთერში“ იმ რესურსზე ისაუბრა, რაც კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემას გააჩნია.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. ვირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

 

 

იტვირთბა....