კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, დღეს
თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
“თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ!” – ამ მესიჯს უგზავნის საქართველო მეგობარ ფრანგ ხალხს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.