“როცა გვესმის იმის განხილვა, რომ ჩინეთი ვალდებულია ყველას გადაუხადოს კომპენსაცია იმის გამო, რომ ეს ინფექცია იქ გაჩნდა და თითქოსდა ვიღაცამ ვიღაცას დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, ეს გადადის ყველა ზღვარს. გავიგე, რომ ვიღაც ლონდონში თვლის, რომ ჩინეთმა უნდა გადაუხადოს 3 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარი ან ევრო ევროკავშირს იმ ზარალისთვის, რაც მას ამ პანდემიისგან მიადგა… თმები ყალყზე მიდგება, როცა ასეთი რაღაცები მესმის.”
სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ცნობისთვის, ჩინეთი ინფორმაციის დამალვის გამო არაერთხელ დაადანაშაულეს. პეკინი ოფიციალურად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, მათ რომ დაავადების შესახებ რეალური ინფორმაციას სცოდნოდათ, პანდემიას უფრო მომზადებულად დახვდენოდნენ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.