ბარსელონაში კორონავირუსის ინფექციით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მი9ნისტრის თქმით, ინფიცირებულ 55 წლის პაციენტს თანმხლები ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით, 1965 წელს დაბადებული, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება“,- განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, უცხოეთში დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსისგან საქართველოს 7 მოქალაქე გარდაიცვალა.