საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 14 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
1 აშშ დოლარი 3.1349 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1456 ლარი ღირდა.
ასევე, გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4227 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4425 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 აპრილს ამოქმედდება.