ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკვე შემოტანილია 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“ და დამატებით 3000 კოლოფს ველოდებით”- ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილის“ 1000-ზე მეტი კოლოფია შემოტანილი და დამატებით 3000 კოლოფს კიდევ ელოდებიან.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნული მედიკამენტი საჭიროებისამებრ შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილდა.

“დღესდღეობით შემოტანილი არის უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“, რომელიც საჭიროებისამებრ არის დარიგებული შესაბამის დაწესებულებებში. ჩვენ ველოდებით დამატებით 3000 კოლოფს, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების სამკურნალო პრეპარატების სიიდან “პლაქვენილი” ამოიღეს. თუმცა, საქართველოში სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული მედიკამენტი ინფიცირებულ პაციენტებთან წარმატებით გამოიყენება. 

იტვირთბა....