“როდესაც განცხადებას აკეთებენ, რომ მაინც წავალთ და ეს არის კურთხევა, მე ვფიქრობ, არასწორია და არაა მიმართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისკენ და ერთიანობისკენ. ეს უფრო დარღვევას ჰგავს. სახელმწიფო ერთ განცხადებას აკეთებს, რომ საგანგებო სიტუაციაა, და ეკლესია აკეთებს მეორე განცხადებას, რომ 11 საათზე ჩვენ წავალთ და აბა ვინმემ დაგვაკაროს თითი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ჩანს, რომ მხოლოდ ფორმალური შეთანხმება და ფორმალური სიყვარულია მათ შორის.”
მამა ანდრია სარია
სასულიერო პირმა ამის შესახებ “კურიერთან” განაცხადა და აღნიშნულით სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა განცხადებები შეაფასა.
ცნობისთვის, დღეს მღვდელმთავართა ნაწილი პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირების ტესტირების შესახებ ისაუბრებენ.
რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ამ დრომდე უცნობია და საკითხზე ხელისუფლება და საპატრიაქრო კონსულტაციებს გადიან.