თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობაზე იმჯელებენ.
როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს, შემდეგ კი სასამართლო სათათბიროდ გავა.
ადვოკატის თქმით, შესაძლოა მოსამართლემ დღეს 20 ივნისის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანოს.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.
გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.