“გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს ეკლესია, რომელიც ეურჩება და ეწინააღმდეგება სახელმწფოს იმისთვის, რათა წარმოადგინოს და დაამტკიცოს თავისი ძალა და გავლენები ამ ხელისუფლებაში. სააღდგომო მსახურება უნდა ჩატარდეს დაკეტილ ტაძრებში და ადამიანებმა, უსაფრთხოების მიზნით, ღვთისმსახურებას თვალ-ყური უნდა ადევნონ ტელევიზორების მეშვეობით. არაფერ ვაჟკაცობას და ქრისტიანობას არ წარმოადგენს ასეთ ვითარებაში ტაძრებში მისვლა, ბზობა იქნება ეს თუ სააღდგომო დღესასწაული.”
გოჩა ბარნოვი – ულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი
^თეოლოგი აღნიშნული განცხადებით მღვდლების იმ ნაწილის კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებიც მრეევს სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, დღეს მღვდელმთავართა ნაწილი პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირების ტესტირების შესახებ ისაუბრებენ.
რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ამ დრომდე უცნობია და საკითხზე ხელისუფლება და საპატრიაქრო კონსულტაციებს გადიან.