მარიხუანასა და სიგარეტის მომხმარებელ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე დიდია – ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
„როცა თქვენ მარიხუანას ეწევით, ის სასუნთქი გზების ანთებას იწვევს, რაც ძალიან ჰგავს ბრონქიტს და ასევე იმას, რასაც სიგარეტის მოწევა იწვევს“, – ამის შესახებ პულმონოლოგმა ალბერტ რიზზომ განაცხადა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2018 წლის კვლევის შედეგად, 43-მა მილიონმა ამერიკელმა, 12 წლიდან ზემოთ, იმავე წელს მარიხუანა ერთხელ მაინც მოწია.