ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მტკივნეულია, ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს” – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, სააღდგომო ლიტურგიაზე ქადაგებისას ისაუბრა და მრევლს კანონის დაცვისაკენ მოუწოდა.

„ეს მდგომარეობა ჩვენთვის, როგორც, ალბათ, ყველასთვის, მძიმე არის და ძალიან ძნელია ამაზე ადამიანმა ზედაპირულად ისაუბროს. ბუნებრივია, როდესაც განსაცდელის ჟამს ადამიანი ღმერთთან ეძებს თავშესაფარს და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთის არსებობას. რა თქმა უნდა, აი, ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, საერთოდ ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტმა აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლის ტრადიციაზეც ისაუბრა.

„საერთოდ, სხვადახვა ეკლესიაში არსებობს განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია და ახლა ეს ტრადიცია ჩვენში ათეიზმის პერიოდიდან მომდინარეობს, გახსოვთ ადრე კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე. შემდეგ ვისწავლეთ, რომ კვირა დღეს არ არის საჭირო, თუმცა კვირა დღესაც გადის ნაწილი. კვირა აღდგომის დღე არის და ეს ზეიმი აღემატება აბსოლუტურად ყველა დღესასწაულს. ახლა ვისწავლეთ, რომ ორშაბათს გავდივართ ხოლმე, სახელმწიფომ ეს დღე უქმედ გამოაცხადა, ჩვენთან ეს ტრადიცია არის, სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსხვავებული ტრადიციაა. ეს უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული როგორ აცნობიერებენ იმას, რასაც ეკლესია ითხოვს. არიან ქრისტიანებში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ღვთის სჯულის მიხედვით იცხოვრონ და არიან კიდე თვითსჯული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქეთ გვასწავლიან, რა გავაკეთოთ. ასეთი ადამიანები თანაგრძნობას იმსახურებენ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

 

იტვირთბა....