საქართველოში წარმოებული პირბადეების ირგვლივ გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეონა მაღლაკელიძე გამოეხმაურა:
“ასე აგდებულად რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, თქვენ ნახეთ, აქ რა პირბადეები მოგვიტანეს – სამშრიანი, პირველი შრე ფარდის მატერიალია, შუა- კარტოფილის ტომრის მატერიალი და შიგნით კიდევ სინთეტიკური ნაჭერი. სამ წუთზე მეტი ვერ გაიჩერებ, იგუდები. დააფასეთ, რასაც საქართველო აკეთებს და სასაცილოდ ნუ უდგებით.
ნახეთ რომელიმე ამერიკელის პოსტი, რომ დასცინოდეს საკუთარ ქვეყნას და აბუჩად იგდებდეს? – არც ჩემს კოლეგას დაუწერია სოციალურ ქსელში და სასაცილოდ აუგდია ეს ნიღბები, მიუხედავად იმისა, რომ მართლა საშინელებაა.
თავად ქართველები თუ მოვუღებთ ისევ ბოლოს ქართველებს და ჩვენს ქვეყანას, სხვა ვერაფერს დაგვაკლებს ისეთს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ”, – ამბობს თეონა მაღლაკელიძე საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ქართული წარმოების პირბადე სააფთიაქო ქსელებსი გაყიდვაში ჩაეშვა, მოსახლეობის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე საყოფაცხოვრებო ხმარებისთვისაა, ისმრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება.
ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება. ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთი პირბადის ღირებულება ერტ ლარზე მეტი დაუჯდა.