ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებულის ხველის დროს

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს.

შესაბამისი კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეციალისტების მიერ შექმნილი სამგანზომილებიანი მოდელი გვიჩვენებს, როგორ ვრცელდება COVID 19-ის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.

აღმოჩნდა, რომ ხველის ან ცემინების დროს აეროზოლის ღრუბელი რამდენიმე მეტრის რადიუსში ვრცელდება და ქრება, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვირუსის ნაწილაკები ჰაერში რჩება და გარშემო მყოფთა დაინფიცირება შეუძლია.

მაგალითისთვის მეცნიერებმა შექმნეს მაღაზიის მოდელი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი შედის.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....