31 წლის კაცი, რომელმაც ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდო, ხელწერილით გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10 აპრილს პროკურატურამ ბრალდებულისთვის 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პროკურატურის ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო. ძაღლს თბილისში, ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარეს.
ბრალდებული ა.ს, სამართალდამცავებმა 8 აპრილს დააკა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილს ედავებიან, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.
ბრალდება სასჯელის სახით 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.