ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ დროისთვის, მეტრომშენის დასახლებაში, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა დასრულდა.
რეკრეაციულ სივრცეში გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით. მოეწყო ლითონის დეკორატიული ღობე და საფეხმავლო ბილიკები. სკვერში არსებული ბეტონის კედელი ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოიხატა. ასევე, მოეწყო კიბეები და სკვერი ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.