მთავარი ციტატა

“ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი აგრესიულ ტესტირებას?!”

“მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ამ ტესტირებას?! ჩემი ახლობელი ამერიკაშია და ახვეწნინეს, რომ ტესტი ჩაეტარებინა. ძლივს ჩაუტარეს. უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს?”

 

თეოდორე გიგნაძე – დეკანოზი

დეკანოზი “ინტერპრესნიუსთან” სასულიერო პირების თვისაგრესიული ტესტირების ჩატარებას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა მიზნობრივი ჯგუფები, რომლებსაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.ამისთვის უწყებამ  სხვადასხვა ჯგუფისთვისკორონავირუსის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

იტვირთბა....