რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აღდგომის დღეს საფლავებზე გასვლა აიკრძალა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭორა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელის, ვლადიმირ ლეგოიდას განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გონივრულია.
“მოსკოვის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს გააუქმონ საფლავებზე მისვლა კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო – მოსალოდნელი და გონივრულად საფუძვლიანი ზომაა, რომელიც მრავალ ადამიანს საფრთხეს აარიდებს.
აღდგომა სიხარულის დროა და არა მიცვალებულებზე გლოვის. ამგვარად, ქრისტეს აღდგომის დღეს ჩვენი წინაპრების საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა, არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია. აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა,“ – ამბობს ლეგოიდა.
ამ დროისთვის, რუსეთში კოორნავირუსით ინფიცირების 11 917 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 94 გარდაიცვალა, ხოლო 795 გამოჯანმრთელდა.