„22 აპრილს იწურება საგანგებო მდგომარეობის ვადა. უნდა ვიმსჯელოთ, შეწყდება საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილს, თუ მოგვიწევს კიდევ მაგალითად, 1 ერთი თვით გაგრძელება. ბუნებრივია, ამაზეც ვიმსჯელებთ, როდესაც მოახლოვდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადა“
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოში, კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გამოცხადდა.
ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები 230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.