ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან უცხოეთში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქე სტრასბურგში ცხოვრობდა და მომხდარზე საგარეო საქმეტა სამინისტრო მუშაობს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, უცხო ქვეყანაში კორონავირუსისგან ამ დრომდე საქართველოს ექვსი მოქალაქე გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....