ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოჯანმრთელდა ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც არა თუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური იყო”- რატიანი

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კოორნავირუსისგან მარნეულის კლასტერში მყოფი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლის მდგომარეობაც უმძიმესი იყო.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში შემოყვანის დღიდან, ამ პაციენტის მდგომარეობა უიმედო იყო.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 55 პაციეტია მოთავსებული, მათგან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

„მინდა, სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო, იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომაროება ამ ეტაპისთვის არის დადებითი, მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , –  განაცხადა რატიანმა.

რატიანის ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკის რეანიმციის განყოფილებაში წევს 7 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

 

 

 

იტვირთბა....