ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოტავსებული პაციენტებიდან 7 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთის მდგომარეობა კი, განსაკუთრებით მძიმე.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს ვირუსზე ტესტირება კიდევ 7 პაციენტს ჩაუტარდა, რომლის პასუხის დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

“დღეს აღებულია ტესტი 7 პაციენტზე და დღის პირველ ნახევარში იქნება პასუხი. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენიმე დღეა და 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან სტაბილურია უკვე სამი დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის, არის მძიმე. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

იტვირთბა....