მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.
პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არსებული შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ .
საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ.
ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რაიონში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.
უკვე 12 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.