ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია განმარტავს, რატომ შეიცვალა პროტოკოლი, რომელიც კორონავირუსის კლინიკური მართვისთვის შემუშავდა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე  სახელმწიფო პროტოკოლის ცვლილება რისკების შეფასებასტანაა .დაკავშირებული

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეყრდნობა.

“ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის საეჭვო შემთხვევების მართვაზე  სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა. პროტოკოლი განკუთვნილია როგორც პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

დოკუმენტში განსაზღვრულია კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რეკომენდაციები და დაავადების მიმდინარეობა.

 

იტვირთბა....