ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა, რომელსაც 200-ზე მეტი პაციენტის მიღება შეუძლია.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქმა გაავრცელა.
როგორც აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჰოსპიტალი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი.
„რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის სასუნთქი აპარატებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული.