ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კულტურის მინისტრმა, ოლივერ დოუდენმა.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება. წამოდგა და ექიმებთან კომუნიკაცია ჰქონდა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი  კორონავირუსით დაინფიცირდა. პრემიერი 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 519 ათას 084 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 88 ათას 528 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 330 ათას 860 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....