თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოტავსებული ინფიცირებული პაციენტებიდან პნევმონია 7 მათგანს აღენიშნება, ხოლო მათგან ორის მდგომარეობა უფრო მძიმეა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ორ პაციენტთან, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს.
“ამ წუთში 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.