ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალხაზიშვილის თქმით, 13 ინფიცირებული პაციენტიდან 5 მათგანს პნევმონია აღენიშნება.

“13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ – განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.

 

 

 

იტვირთბა....