ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ

ევროპარლამენტის თავმჯდომარის, დავიდ სასოლის განცხადებით, ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ.

დავიდ სასოლის თქმით, ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან.

ამასთან, სასოლის განმარტებით, ევროპარლამენტის სამზარეულოში ყოველდღიურად მომზადდება სადილი 1000 ადამიანისთვის, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება განკუთვნილი.

„მოქალაქეებთან სოლიდარობა ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ბრიუსელის მერიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებსა და საზოგადოების მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს დავუთმოთ. ევროპის ძალა სოლიდარობაშია“, – განაცხადა სასოლიმ.

გასულ კვირას დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში საველე ჰოსპიტალი გაიხსნება.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.

იტვირთბა....