“ცოტნეს საკითხი იყო რთული, პირველ ეტაპზე ფაქტიურად ყველა იმედი გადაწურული იყო. შემდეგ დადგა ეტაპი, როდესაც ცოტნე საჭიროებდა საზღვარგარეთ მკურნალობას. გადაყვანილ იქნა თურქეთში, სტამბოლის „აჯიბადემის“ კლინიკაში, სადაც, ფაქტიურად, სასწაული მოახდინეს ექიმებმა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ცოტნე გამოაღვიძეს. მესამე ეტაპი, რომელიც რეაბილიტაციას მოიცავს, დაიწყო ახლა. რეაბილიტაცია თურქეთში გადაწყდა, იმ მიზეზის გამო, რომ იმ დროისთვის ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი იყო სრულიად დახურული და გერმანულ მხარეს არ აღმოაჩნდა მზაობა, მიეღო სარეაბილიტაციოდ პაციენტი.ცოტნე მოიტაცეს, ცოტნე გაიტაცეს, ცოტნე არ ვიცით სადაა, გიორგის „ტვიტერი“ ყალბია და ა.შ. – არის სპეკულაცია, სხვა თუ არაფერი…არ ჩამოვთვლი იმ არამკითხე მოამბეების სახელებსა და გვარებს, ვინც ამ სისულელეში არიან ჩართულნი და ამ სისულელეებსა და სიცრუეს ტირაჟირებენ.”
გიორგი გამსახურდია – ცოტნე გამსახურდიას ძმა
სოციალური ქსელი “ტვიტერი”
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ცოტნე გამსახურდიას თბილისში თავს დაესხნენ. მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები ყელის არეში აღენიშნებოდა. საოპერაციოდ თურქეთში გადაიყვანეს, დღეს კი კლინიკაში რეაბილიტაციას გადის.