ციტატა

“კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი კვება არ ეზღუდება”

“კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა. ვირუსი არ არის აღმოჩენილი არც სანაყოფე წყლებში, არც დედის რძეში და შესაბამისად ვარაუდი, რომ დედიდან კორონავირუსი ნაყოფზე გადაეცემა, დამტკიცებული არ არის. ჩვილის ძუძუთი კვება არ იზღუდება, ის მიღებული და დაშვებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ჰიგიენური წესები: ხშრად ხელების დაბანა, პირბადე.”

დავით გაგუა – მეან-გინეკოლოგი

“პრაიმტაიმი”

აღნიშნულით გაგუა იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ორსულებში გაცილებით საშიში და მავნეა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ  ორი ორსული დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

იტვირთბა....