ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ”- ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას სემდეგ რაც დაავადების ეროვნული ცენტრისგან სწრაფი ტესტების გამოყენების უსაფრთხოება დადასტურებული იქნება, ქვეყანა 200 000 ტესტს მიიღებს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაოზე საქართველოში 2 ათასი სწრაფი ტესტია, ხოლო მათი გამოყენება იშვიათ შემთხვევებში მოხდება.

“რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის შეკვეთილია 84 ათასი ოქროს სტანდარტის PCR ტესტი.

ცნობისთვის, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ხელისუფლოების ოპონენტები სწრაფი ტესტების დროულად ჩამოტანასა და მოსახლეობის მასობრივ შემოწმებას მიიჩნევენ პრიორიტეტად. მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები კი აცხადებენ, რომ ე.წ. აგრესიული ტესტების სანდოობა არაა ასპროცენტიანი და უმჯობესია ვირუსზე შემოწმება “ოქროს სტანდარტით” მოხდეს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

იტვირთბა....