ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ რეისები ინიშნება არსებული რესურსის ფარგლებში”- ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან დაბრუნების მსურველ ემიგრანტთა რაოდენობა არის ძალიან დიდი, მაგრამ რეისები არსებული რესურსის ფარგლებში ინიშნება.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ემიგრანდების სამშობლოში დაბრუნება იმ კრიტერიუმებსა და პროცედურების გათვალისწინებით ხდება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.

“ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლოა, იყოს ინფიცირებული, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. აუცილებელია მისი სტაციონარში გადაგზავნა და იმის გამო, რომ არ შეექმნას პრობლემა როგორც მგზავრებს, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებური დასმის პრინციპი. ეს არის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს და ასევე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, კარანტინში არსებულ სივრცეში ოთახების რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულ თავსებადობაში. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რომ რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა კრიტერიუმისა და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა არის ძალიან დიდი, მაგრამ რეისები ინიშნება არსებული რესურსის ფარგლებში,”- განაცხადა დავით ზალკანიანმა.

იტვირთბა....