ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ფეისბუკი” მომხმარებლების ანონიმურ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აწვდის

“ფეისბუკი” კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მისი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მონაცემთა ბაზას სპეციალისტებს აწვდის.

ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

კომპანია “ფეისბუკის” ოფისში განაცხადეს, რომ ის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აწვდის ანონიმურ მონაცემებს მომხმარებელთა გადაადგილებისა და ურთიერთობების შესახებ, რათა მკვლევარებმა უკეთესად დაადგინონ კორონავირუსის გავრცელების ლოკაციები.

“საავადმყოფოები მუშაობენ, მიიღონ სწორი რესურსი, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები ცდილობენ სწორი მითითებები შექმნან. მათ სჭირდებათ უკეთესი ინფორმაცია იმისთვის, მოახდინონ უკეთესი პრევენციული ღონისძიებები და გაარკვიონ,  როგორ შეიძლება გავრცელდეს ვირუსი,”- განაცხადეს “ფეისბუკში.”

სოციალური ქსელი ქმნის  “მოსახლეობის გადაადგილებაზე” რუკებს და ამასთან, კომპანიამ მიიღო დამირება,  რომ ადამიანების კონფიდენციალურობა კვლავ დაცული იქნება.

 

 

 

იტვირთბა....