ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა

ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

დაშავებული სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის – მძიმე.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

ამ დროისთვის გამოძიებისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.

იტვირთბა....