ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ჭიღვარია განცხადებას წასვლის შესახებ ხვალ დაწერს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მერის გადაწყვეტილების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

იტვირთბა....