“დღეს, როდესაც ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ, ამერიკის საელჩოში, გვსურს, მივესალმოთ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, მაშველებს, მკვლევარებსა და უამრავ საჯარო მოხელეს მათი პროფესიონალიზმისა და გულმოდგინე შრომისათვის „კოვიდ-19“-ის გამოწვევის საპასუხოდ.”
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
ამის შესახებ საელჩო “ფეისბუქ” გვერდზე წერს, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს მადლობას უხდის.