ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ 64 ოჯახს ნობათები გადაეცა. ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„სოციალურ საცხოვრისებში დღეს 64 ოჯახზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მოვიტანეთ, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის მარაგია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Ai Group-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და მათი დახმარებით, სხვადასხვა სოციალურ საცხოვრისში არამალფუჭებად პროდუქტებს ვარიგებთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
გასულ კვირას კომპანია Ai Group-მა ნობათი ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საგნებს მოიცავს.
თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.