ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პაკისტანში დააკავეს ექიმები, რომლებიც დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ

პაკისტანში პოლიციამ დააკავა ექიმები, რომლებიც ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

აქცია პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაიმართა, სადაც ექიმებმა კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა გააპროტესტეს.

მედიკოსების დაკავების საპასუხოდ, პაკისტანის ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციამ ბელუჯისტანში სამედიცინო მომსახურება შეაჩერა.

ცნობისთვის, დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი ქალაქ კვეტაში 13 ექიმს დაუდასტურდა.დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 291 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 50 ადამიანი.

იტვირთბა....