ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს

ისრაელში ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ანტისხეულების აღმოჩენა ნიშნავს, რომ მეცნიერები ვაქცინაციის შექმნისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ და ახლა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა უფრო მალე შეიქმნას.

ამასთან, ცნობილია, რომ ანტისხეულების გამო​ჯანმრთელებული პაციენტების სისხლის ნიმუშებიდანაა აღებული.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე არაერთი ქვეყანა მუშაობს. მეცნიერები ვაქცინის კლინიკურ ცდებს ატარებენ. ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, ის ბაზარზე მინიმუმ ერთი წლის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. დღეის მდგომარეობით კი, ინფიცირებულ პაციენტებს სიმპტომატურად მკურნალობენ, ვინაიდან ვირუსის სპეციფიკური მედიკამენტი ჯერ არ არსებობს.

იტვირთბა....