კომპანია “სპარი” თანამშრომლების დისკრიმინაციას ახდენს. სუპერმარკეტების ქსელმა საყოველთაო კარანტინის დროს დასაქმებულებს სამუშაო საათები გაუზარდა. ისინი კვირის განმავლობაში 45-საათიის ნაცვლად 60-საათს მუშაობენ.
თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანია კომენდანტის საათის დროს ისინი მაღაზიებში რჩებიან, რითიც მათი უფლებები ირღვევა.
როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა “ნიუპოსტს” განუცხადა, ისინი ღამით მაღაზიის საწყობში იძინებენ.
“როცა იკეტება მაღაზია ვრჩებით და კომენტდანტის საათის მერეც აქ ვართ. ჩვენი უფლებები ირღვევა, მარამ სამსახური ეგეთია. საღამოს მოვდივარ, ვრჩებით და დილით ვიცვლებით. მერე ისევ მოვდივართ….ღამით აქ, მაღაზიაში ვიძინებთ, საწყობში ვიძინებთ…” – აცხადებენ “სპარის” თანამშრომლები.
გაზეთი “მეტრონომი” კომპანიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა საინფორმაციო სამსახურში სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.
ამასთან, არსებული ინფორმაცია არ უარყო კომპანიის დირექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ. ის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით თანამშრომლებმა სამუშაო შეინარჩუნეს.
მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, რომ ე.წ. კომენდანტის საათმა გააჩინა კომანია საშიშროება, რომ 700-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობდა, სამსახური დაეკარგა.
მისი თქმიმთ, მაღაზიებში თანამშრომლების დატოვებით ყველა მათგანს სამუშაო შეუნარჩუნდა.