ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთში კორონავირუსი სამ მღვდელს დაუდასტურდა

რუსეთში სასულიერო სამ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფიცირებულია სამი მღვდელი, რომელთაც ვირუსი დღეს ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

ამასთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდესს. მათი ანალიზის პასუხები ამ დროისტვის არაა ცნობილი.

ამ დროისთვის რუსეთსი კორონავირუსის ინფიცირების 5 389 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 45 გარდაიცვალა, 355 კი – გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 274 ათას 527 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 69 ათას 487 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 264 ათას 383 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....