ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი კორონავირუსით დაინფიცირდა

ნიუ იორკშიბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსის დამახასიატებელი სიმპტომები ჰქონდა 4 ვეფხვს და 3 აფრიკულ ლომს. ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, მათ ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა.

ცნობისთვის, აქტუალური გახდა საკითხი, ინფიიცრდებიან თუ არა ცხოველები ახალი ტიპის კორონავირუსით. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ვირუსი ცხოველებით არ გადაიცემა.

ეს საკითხი ქართველ მოსახლეობასაც აწუხებს, დაფიქირდა შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა მათი შინაური ცხოველების თავშესაფარში ჩაბარებაც კი მოითხოვეს.

იტვირთბა....