ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრის საყვარელიძემ, თანამდებობები დატოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

არსებული ცნობით, მათ განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ პარასკევს დაწერეს. ონის მერისა და მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი უცნობია.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ორშაბათსაა დაგეგმილი და, სავარაუდოდ,  მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.

იტვირთბა....