“არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
აღნიშნული განცხადებით, პრემიერი ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას. როგორც გახარია აცხადებს, 20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნას გაეცნო, მაგრამ იქ ახალი ვერაფერი ნახა. მისი თქმით, ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.