ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

როგორ მოვახდინოთ კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევის მართვა სახლში – საქართველოს ჯანდაცვა პროტოკოლს აქვეყნებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პროტოკოლში (იხილეთ პროტოკოლის სრული ვერსია აქ) დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა შემთხვევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. მათ შორის არის ის შემთხვევაც, თუკი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ან კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევის დროს რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და როგორ ვიმოქმედოთ.

ამასთან, პროტოკოლით განსაზღვრულია ისიც, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად, სატელეფონო, ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია.

“მეტრონომმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ისრაელის გამოცდილი სპეციალისტის რჩევაც (იხილეთ ვიდეო აქ), რომელიც ზუსტ ინსცენირებას აკეთებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულ საეჭვო თუ დადასტურებულ პაციენტს სახლის პირობებში.

ზემოთ აღნიშნულ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მირ გამოქვეყნებულ პროტოკოლში შეტანილია აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებზე დაყრდნობით.

 

იტვირთბა....