ტრაგედია მოხდა დეტროიტში. ავტობუსის მძღოლი, ჯეისონ ჰარგროუვი, რომელიც მის ავტობუსის მჯდომი მგზავრის ხველებამ გააბრაზა, მობილურით, ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტა, რომელშიც დეტალურად ყვებოდა გაღიზიანების შესახებ. შემთხვევა 21 მარტს მოხდა, როცა აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებდა.
“არავის ვადანაშაულებ გარდა ერთი ქალბატონისა, რომელიც ისე ახველებდა შეუჩერებლივ და თან პირზე არც კი იფარებდა. ასე როგორც შეიძლება?! მსგავს სიტუაციებში, მეტი სერიოზულობაა საჭირო. ადამიანები კვდებიან ვირუსით… ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოჯახი დავიცვათ და ვიზრუნოთ მასზე. შენ კიდევ, ამოდიხარ და პირზე არ იფარებ ისე ახველებ შეუჩერებლად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგისთვის ყველაფერი რაც ხდება, სულერთია…” – ასეთი შინაარსის ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში ავტობუსის მძღოლმა ჯეისონ ჰარგროუვიმ.
ამ შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ, მძღოლთა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი კოლეგა ჯეისონ ჰარგროუვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მძღოლთა საბჭოს ხელმძღვანელმა გლენ ტოლბერტმა ადგილობრივ Detroit News-ს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეოს ჩაწერიდან 4 დღეში, ჯეისონი ცუდად გახდა და ბოლოს, ერთი კვირაში დაიღუპა.